მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. თავდასხმა ამჯერად კუნდუზის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განხორციელდა. შეტაკებისას 7 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.