ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების განთავსებას საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებში სთავაზობს. ვრცელი ინტერვიუ სებასტიან კურცმა გამოცემა bild-ს მისცა.
„ჩვენ გვჭირდება ასეთი ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომლებიც გაეროსთან კოორდინაციით იმუშავებენ. ისინი შეიძლება გაიხსნას საქართველოში, ეგვიპტეში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში,“-აღნიშნა ავსტრიის პირველმა დიპლომატმა.
სებასტიან კურცი თებერვლის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა. მან შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან გამართა.