რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდობას შორის პატრიოტიზმის ამაღლების მიზნით სამხედრო-პატრიოტული თემატიკის კომპიუტერული თამაშების სახელმწიფო შეკვეთის გაკეთებას აპირებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი აცხადებს, რომ ცნება "სამხედრო-პატრიოტული თემატიკის პროდუქციაში" იგულისხმება კინოფილმები, ლიტერატურა, ინტერნეტგვერდები, კომპიუტერული თამაშები და საბავშვო სათამაშოები.
"თუკი ბავშვებს მაინცდამაინც ომობანას თამაში უყვართ _ უმჯობესია თუკი ისინი კალაშნიკოვის ავტომატის მაკეტით ითამაშებენ", _ აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ამგვარი ხასიათის თამაში უკვე შექმნილია, მას "ძალით მშვიდობის დამყარება" ჰქვია და საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომს ეხება.