ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა კალინინგრადის ოლქში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილის გამო შეშფოთება გამოთქვა.
"როდესაც მესმის, რომ რუსეთი "მისტრალის" ტიპის ერთ-ერთ ვერტმფრენმზიდს კალინინგრადში განათავსებს, კითხვა მებადება, რომელი მოწინააღმდეგის მიმართ შეიძლება მისი გამოყენება. ეს ყველაფერი გარკვეულ შეშფოთებას იწვევს", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კუბილიუსის თქმით, ლიტვა მზად არის რუსეთთან გაცილებით ღია დიალოგისა და ეფექტური ურთიერთობისთვის, თუმცა შესაბამისი მოვლენების განვითარება მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.