საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვარის დეპარტამენტში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. 10 დაკარგული ადამიანის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დეპარტამენტის დასახლებულ პუნქტში დატბორილია ქუჩები. წყლის ძლიერმა ნაკადმა ავტომანქანები და ხეები წაიღო. დაახლოებით 1200-მა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თავიანთი სახლები მიატოვა და ღამე თავშესაფარში გაატარა. ბევრი მათგანის ევაკუაცია სამაშველო ვერტმფრენების საშუალებით სახლის სახურავებიდან მოხდა. ათობით ათასი ადამიანი ელექტროენრგიის გარეშე დარჩა.
რეგიონში შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხდა აეროპორტების მუშაობაც. მეტეოროლოგები შიშობენ, რომ უხვი ნალექი რამდენიმე ხნის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.