საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად დღეს ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდნენ.
ქართველ კოლეგას მასპინძლობას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გაუწევს. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში 1-2 მარტს ოფიციალურშეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთსჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.
გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს დამედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებსმონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ,საქართველოს პრეზიდენტი მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.
2 მარტს გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს და ეროვნული კრების წარმომადგენელთაპალატის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ -ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.
ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.