უკრაინის შს მინისტრი ანტიტერორისტულ ცენტრს დონბასისთვის ბლოკადის გაუქმების ინიციატივით მიმართავს. არსენ ავაკოვის თქმით, დონბასის ბლოკადა უკრაინას სასიკეთოს არაფერს მოუტანს. სარკინიგზო გზების ბლოკირება დონბასში უკვე მესამე თვეა, გრძელდება. სეპარატისტთა ლიდერები უკრაინისთვის ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტით და კიევის იურისდიქციაში მყოფი საწარმოების მისაკუთრებით იმუქრებიან.