ეგვიპტეში ტურისტული ვიზის მოსაკრების ზრდის გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი ივლისიდან შედის. აღნიშნულის შესახცებ განცხადება ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა უკვე გააკეთა.
პირველადი გადაწყვეტილების მიხედვით, მოსაკრებელი 1-ელი მარტიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა შემდგომ აღნიშნული თარიღი 1-ელი ივლისისთვის გადაიტანეს.
მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება მიეცა ტურიზმის სექტორის მხრიდან, სადაც ამბობენ, რომ ვიზის საფასურის ზრდა ტურისტების რაოდენობაზე ნეგატიურ ასახვას პოვებს, მით უმეტეს, რომ ეგვიპტემ ტურისტები ისედაც დაკარგა.
ტარიფის ზრდა განსაკუთრებით საოჯახო ტურების მიმართულებას დააზარალებს, რადგანაც 4 წევრიან ოჯახს ვიზისთვის $240 გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტემ ბოლოს სავიზო მოსაკრებელი 2014 წელს შეცვალა და ტურისტული ვიზის ფასი $15-დან $25-მდე გაზარდა.