"საქართველოს პატრიოტები" მიმდინარე კვირას დაგეგმილ რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებასა" და ყოფილ და ამჟამინდელ "ნაციონალურ მოძრაობას" შორის "ახალი კოაბიტაცია - ახალი მუტანტი გაჩნდა“.
ინაშვილის განმარტებით, ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ იქმნება და ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" სურვილია - ჯგუფში კვოტა აითვისოს.
,,პატრიორთა ალიანსის” ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" სწორედ ისეთი ოპოზიცია სჭირდება, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა".