ლიტვის სეიმმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, ლიტვის საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის მხარდაჭერისა და ამ რეჟიმების დანაშაულობების უარყოფის შემთხვევაში მოქალაქეს ჯარიმის გადახდა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკევთა ემუქრება.
ამავე დროს კანონში მითითებულია, რომ რეჟიმების დანაშაულებების პატიება იმ შემთხვევაში დაისჯება, თუ მას შეურაცხყოფის, მუქარისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფორმა ექნება. ცვლილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოიწონებს.
კანიონში ასევე აღნიშნულია 1990-1991 წლებში ლიტვისა და მისი მცხოვრებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულობების უარყოფის გამო პასუგისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მანამდე 2008 წელს ლიტვაში საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკები აიკრძალა.