დღეს, ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ოშში და ჯალალ-აბადში მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ყირგიზეთის დროებითი მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ყირგიზეთში გლოვის დღეებად 16, 17, 18 ივნისია გამოცხადებული.
შეგახსენებთ, ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯალალ-აბადში და ოშში მომხდარი არეულობის შედეგად 179 ადამიანია დაღუპული. არაოფიციალური მონაცემებით კი მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულია.
ამ დროისთვის ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.