ათენის ქუჩებში მოსიარულე ზომბები გამოჩნდნენ. საქბეძნეთის დედაქალაქში ზომბების ტრადიციული კარნავალი ტარდება. წლევანდელი კარნავალის მონაწილეებს 80-იანი წლების საშინელებათა ჟანრის სერიალის, „უცნაური საგნების“ პერსონაჟების მაკიაჟებს უკეთებენ. „მოსიარულე ზომბები“ გამვლელებს საშინელი გარეგნობით აშინებენ. „ზომბების მსვლელობები“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში, მათ შორის ლონდონში, ბუენოს აირესსა და მეხიკოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.