დონალდ ტრამპი მედიას არ წყალობს. ამჯერად მან თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე დასწრება არ ისურვა. „ვახშამს არ დავესწრები. კარგი საღამოს გატარებას გისურვებთ,“-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს.