თავდასხმა გერმანიაში. ქალაქ ჰაიდელბერგში უცნობმა მამაკაცმა ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დააჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 73 წლის მოხუცი მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. ის თავდასხმის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს. თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქეა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობითბ უცნობია.