სამხრეთ კორეაში ანტისახელისუფლო აქციები გრძელდება. პრეზიდენტის ინაუგურაციის მე-4 წლლისთავი სეულში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობებით აღნიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა 100 ათასამდე ადამიანმა პან კინ ხეს გადადგომა მოითხოვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები სეულსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მეგობარი ქალი კორუფციასა და თაღლითობაში დაადანაშაულეს. საქმეში პრეზიდენტიც ფიგურირებს.