თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილი მეომრები გაიხსენა.
თბილისის მერის განცხადებით, დღეს იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად გასწირეს თავი.
„დღევანდელი დღე იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, ვინც თავი იმ ყველაფერს შესწირა, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომი განვითარება, თავისუფლება ჰქვია. ისინი იბრძოდნენ, რათა მტერი არ შემოსულიყო ქალაქში და დაეცვათ ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, გავიხსენოთ ეს ღირსეული ადამიანები, ყოველწლიურად ამოვიდეთ აქ, ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და პატივი მივაგოთ მათ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად, მემორიალი ყვავილებით, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა შეამკეს.