ლოს ანჟელესში ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკას ამჯერად პროტესტი ბევერლი ჰილსზე გამოუცხადეს. აქციაში მონაწილეობას ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებიც იღებდნენ. რამდენიმე მათგანი წელს ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას გამოტოვებს ერთ-ერთი ნომინანტი, ირანელი რეჟისორი ასგარ ფარადი, რომელიც ტრამპის პოლიტიკას პროტესტს ბოიკოტით გამოუცხადებს.