გერმანიის ფედერალური საგამოძიებო სამსახური 50-მდე ჟურნალისტს რამდენიმე ქვეყანაში უთვალთვალებდა. ამის შესახებ გამოცემა შპიგელი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, უწყება თვალთვალს ბიბისისა და ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტებზე აწარმოებდა, რომლებიც ავღანეთში, პაკისტანსა და ნიგერიაში მუშაობდნენ. მათზე თვალთვალი სავარაუდოდ 1999 წლიდან წარმოებდა. ფედერალურ საგამოძიებო სამსახურს შპიგელის პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.