ჩვენ თავად გვაქვს კითხვები ოპოზიციონერი კოლეგების არაკომპეტენტურ განცხადებებზე, განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას.
„ათასგვარ ცილისწამებას აწვდიან მოსახლეობას, რომ თითქოს მერიამ შეგვიყვანა შეცდომაში, რომ ვართ გაუგებრობაში, თურმე საკრებულოს უმრავლესობა ჩართულია კორუფციულ გარიგებებში და ა.შ. მე მოვითხოვ ოპოზიციონერი კოლეგებისგან, პირველ რიგში, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან, დაასახელონ კონკრეტული სახელი და გვარი უმრავლესობიდან ვის მიიჩნევენ კორუმპირებულად და ვიდრე არ დაასახელებენ, არ უნდა დადგეს საკითხის განხილვა დღის წესრიგში“, - განაცხადა ბერიძემ.