უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დონეცკში ჩავიდა. ყოფილი სამხედრო მფრინავი სეპარატისტთა ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. ცოტა ხნის წინ სავჩენკოს ვიზიტი დონეცკის დეფაქტო ლიდერებმაც დაადასტურეს. მათთან ფარული მოლაპარაკებებისთვის სავჩენკო ჯერ პარტიიდან, შემდეგ კი საპარლამენტო ფრაქციიდანაც გარიცხეს.