მოსკოვი ვიტალი ჩურკინს დაემშვიდობა. გაეროში რუსეთის ელჩი ტროეკურევის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დიდ სამგლოვიარო დარბაზში გამოთხოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრი და სხვა მარალჩინოსნები ესწრებოდნენ. რუსი დიპლომატი ნიუ იორკში 20 თებერვალს, გულის შეტევით გარდაიცვალა.