სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი კარენ კარაპეტიანი საქართველოში ჩამოვიდა. სომხეთის მთავრობის მეთაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. კარენ კარაპეტიანი ქართველ კოლეგასგან პირისპირ შეხვედრას მართავს. დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობითაც.
სომხეთის პრემიერმინისტრის დელეგაციაში იქნებიან სომხეთის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
კარენ კარაპეტიანი სომხეთის პრემიერმინისტრად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა.