ჩინეთის პროვინცია ხენანში სამსახურში პირველი რობოტი-პოლიციელი გავიდა. რობოტი-პოლიციელი ქალქ ჩიენჩოუს რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში ახდენს პატრულირებას.
რობოტი ბორბლებით გადაადგილდა და მის კორპუსზე სენსორებიანი გადამცემია დამონტაჟებული. რობოტის სიმაღლე ადამიანის სიმაღლეს არ აჭარბებს. მას დამოუკიდებლად შეუძლია ადამიანების სახეების სკანირება მოახდინოს და ასევე მგზავრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.
ამ დროისათვის რობოტი-პოლიციელი სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ის პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებს, ანუ მაშინ როდესაც მგზავრთნაკადი მეტია.