Lenovo ამიერიდან სმარტფონებს Motorola-ს ბრენდით აღარ გამოუშვებს. კომპანია სმარტფონებს ბაზარზე მხოლოდ ერთი Lenovo moto-ს მარკით გამოიტანს.
ორი ბრენდის გაერთიანების შედეგად მიღებლ სმარტფონს კომპანია 26 თებერვალს MWC 2017-ზე ბარსელონაში წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი Lenovo moto-ს ბრენდით გამოვა, თავად ტელეფონზე მხოლოდ Moto-ს წარწერა იქნება დატანილი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს Lenovo-მ Motorola Mobility Google-გან 2,91 მლრდ დოლარად იყიდა. გარიგების მიხედვით, Lenovo-მ ვალდებულება აიღო Motorola Mobility-ს პატენტს შეინახავს.