დაჰაუს ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს მოპარული ჭიშკარი დაუბრუნეს. რკინის კონსტრუქცია, წარწერით „შრომა გაგხდის თავისუფალს“ გასული წლის ნოემბერში მოიპარეს. პოლიციამ 100 კილოგრამიანი ჭიშკარი ნორვეგიაში აღმოაჩინა. გერმანიის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ჭიშკარი ნეონაცისტების მოპარული იყო, თუმცა ქურდობის ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. დაჰაუ მიუნჰენიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ის სიკვდილის ბანაკის სახელით იყო ცნობილი.