22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6029 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6325 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.96 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7333 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7739 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.06 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7200 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2411 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 თებერვლიდან შევა ძალაში.