კიმ ჩონ ნამის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. მალაიზიის პროკურატურა მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებას ჩრდილოეთ კორეელ დიპლომატს და ავიაკომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს უყენებს. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ფხენიანის ლიდერის ნახევარძმაზე თავდასხმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს განხორციელდა. კიმ ჩონ ნამი მოწამლული ნემსებით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი უკვე დააკავა.