შპს „ჰიგიენა 2009-ში“ აღმოჩენილი დარღვევებსა და ფინანსურ შეუსაბამობებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებას ავრცელებს. მინისტრი განმარტავს რომ, სახელმწიფო სახსრების მითვისება და სახელმწიფოს ხარჯზე ხელის უკანონოდ მოთბობა არავის შერჩება.
„შპს „ჰიგიენა 2009-ში“ აღმოჩენილი დარღვევებისა და ფინანსური შეუსაბამობების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. მინდა განვაცხადო: სახელმწიფო სახსრების მითვისება და სახელმწიფოს ხარჯზე ხელის უკანონოდ მოთბობა არავის შერჩება. ყველა კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ იქნება დადგენილი.დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ნაგავსაყრელის პროექტის განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება”, აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.