სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდა.
მსურველებიდან სამს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს. საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ამ სამი კანდიდატიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაამტკიცებს.
„ევროსაბჭოს საკმაოდ დეტალური რეგულაციები აქვს კონკურსის და კანდიდატების შერჩევის წესებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება ამჯერად. ფაქტია, რომ ჩვენ ხელახლა ვატარებთ ამ კონკურსს და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ სამი შეთავაზებული კანდიდატიდან ევროსაბჭომ აარჩიოს ერთ-ერთ კანდიდატურამ,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.