სტამბოლსა და სოფიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო. როგორც თურქული მედია წერს, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზასა და ბულგარეთის რკინიგზის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირველი მატარებლის რეისი სტამბოლიდან სოფიის მიმართულებით გუშინ, თურქეთის დროით 22:40 საქათზე გავიდა.
სტამბოლ-სოფიას შორის მატარებელი ყოველდღიურად იმოგზაურებს და იგი 9:30 საათს გაგრძელდება.
სტამბოლ-სოფიას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.