ბელარუსმა ყირგიზეთის მოთხოვნა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გამოცემას მოჰყავს ბელორუსიის გენერალური პროკურატურის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის, პიოტრ კისილევის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ბელორუსი არ აპირებს, ბაკიევი ყირგიზულ მხარეს გადასცეს.
"ბელორუსიის გენერალურმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ყირგიზული მხარის მოთხოვნა, რომელიც ყურმანბეკ ბაკიევის ექტრადაციას ეხებოდა", - განაცხადა კისილევმა.