2030 წლისთვის მსოფლიოში მოგზაურთა რაოდენობა 1,8 მლრდ-ს მიაღწევს. აღნიშნულის განცხადება სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურიზმის ფორუმზე UNWTO-ს ელჩმა მაიკლ ფრენზელმა გააკეთა.
მისი განცხადებით, 2016 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობამ 1,235 მორდ შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებლებზე 4%-ით მეტია.
„2030 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 1,8 მლრდ ტურისტს მიაღწევს“ განაცხადა ფრენზელმა.
მისი ინფორმაციით, გლობალურ მშპ-ში ტურიზმის წილი 9,8%-ია.