"სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არის ის, როდესაც ქვეყანაში არის განსხვავებული აზრი," - რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მსახიობმა, ვანიკო თარხნიშვილმა, მიმართა.
ტელეწამყვანმა მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.
„სინამდვილეში, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არის ის, როდესაც ქვეყანაში არის განსხვავებული აზრი და ამ აზრის შესაბამისად ხალხი აკეთებს არჩევანს. ეს არჩევანი არ უნდა წავართვათ ხალხს და ჩვენ, როგორც შეგვიძლია, უნდა დავდგეთ მის გვერდით. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და გამოსავალი არის ის, რომ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ დღეს რუსთავი2-ის გვერდით. ჩვენ არ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩვენ სამსახურს ვკარგავთ, ან ხელფასი აღარ გვექნება, არა, ქვეყნისთვის საჭირო პუნქტს ვკარგავთ და ეს საფრთხე არის ძალიან რეალური დღეს," - განაცხადა ვანიკო თარხნიშვილმა.