გავლენიანმა გამოცემა "ფორბსმა" უმდიდრესი ბიზნესმენი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა.
მილიარდერთა კლუბის ლიდერი ჩინელი ბუ იახუნი აღმოჩნდა, რომელმაც რიელტორის ბიზნესიდან 3,9 მლრდ დოლარის ქონება დააგროვა. მეორე პოზიცია "ძარას" იმპერიის თანადამაარსებელმა როზალია მერამ დაიკავა, მისმა ქონებამ 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილი წილად ხვდა რუსეთის დედაქალაქის მერის იური ლუჟკოვის მეუღლეს, ბიზნესმენს ელენა ბატურინას. გამოცემამ მისი ქონება 2,9 მლრდ დოლარად შეაფასა.
14 უმდიდრესი ქალი ბიზნესმენების რეიტინგში მოხვდნენ; შოუების ცნობილი წამყვანი ოპრა უინფრი (2,4 მლრდ დოალრი), ბრენდების Oლდ Nავყ-ისა და Bანანა ღეპუბლიс-ის მფლობელი დორის ფიშერი, ბრენდ Bენეტტონ-ის მფლობელი ჯულიანა ბენეტონი (2,1 მლრდ დოლარი). "ფორბესის" ნუსხაში ყევლაზე მდიდარი მწერალი ქალი, ჰარი პოტერის რომანის სერიებისა და მისი ეკრანიზაციდან მიღებული 1 მლრდ დოლარით, ჯოან როულინგიც მოხვდა.