ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის შვილი მაკსიმ ბაკიევი ინგლისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პირველი ნაციონალური არხი ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელზე კენეშბეკ დუიშებაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის შვილი დიდი ბრიტანეთში გადასვლისთანავე ინგლისელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
32 წლის მაქსიმ ბაკიევს ძებნა დროებითმა მთავრობამ ინტერპოლის დაავალა, რომელსაც ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა ედება.