ფეხბურთელები თავის ტვინის დაზიანებას და გონების დასუსტებას, ე.წ. დემენციას იწვევს. ბრიტანელ მეცნიერთა კვლევას ჟურნალი Acta Neuropathologica აქვეყნებს. კარდიფის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ხანგრძლივი დაკვირვება 5 ყოფილ პროფესიონალ და ერთ მოყვარულ ფეხბურთელზე ჩაატარეს. 26 წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, 60 წლის ასაკში ყველა მათგანს გონების სისუსტე აღენიშნა. 4 მათგანს მედიკოსებმა ტრავმატული ენცეფალოპატიის დიაგნოზი დაუსვეს. მეცნიერთა მტკიცებით, ავადმყოფობას თავით თამაში და მოედანზე მიღებული ტრამვები იწვევს.