დღეს, 15 ივნისს, 16:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში იხსნება 21-ე საჯარო სკოლის ხელოვნების სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ათი ბავშვის 250-მდე ნამუშევარი. ორგანიზატორთა განცხადებით, მრავალფეროვანი და საინტერესოა ნახატების თემატიკა, კომპოზიციები, ფერადოვანი გამა.