პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ლაჰორში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 83 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოსც მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. პენჯაპის პოლიციის ინსპექტორის, მუშქათ შუჰერას განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი საპროტესტო აქციაზე მაშინ აიფეთქა, როდესაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. დაღუპულთა შორის 5 პოლიციელია.