პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო „რუსთავი 2“-სა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად, საპროტესტო აქციების დაწყებას სავარაუდოდ, ხვალიდან გეგმავს.
„აქციები იქნება ერთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იმ ბრძოლის, რაც დღეს თავისუფალი სიტყვისთვის და „რუსთავი 2“-ს დაცვისთვის მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოში ამ თვალსაზრისით ერთსულოვნებაა.
ჩვენ გავაპროტესტებთ მერიის თავნებობასაც, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩვენ აქაც ვაპირებთ, რომ დავიცვათ „რუსთავი 2” და იგივეს მოვუწოდოთ საზოგადოებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
საკოორდინაციო საბჭო გასულ კვირას შეიქმნა და მის შემადგებლობაში 8 პოლიტიკური სუბიექტი შედის.