მასშტაბური საპროტექტო აქცია ვენესუელაში. კარაკასში უმაღლესი სასამართლოს შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მათი თქმით, ხელისუფლების შეცვლა მძიმე ფინანსური და სოციალური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემამ ვენესუელის ეკონომიკას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. 30 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის.