საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადგახნსილ „სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვია.
გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიანჭირდება ჩვენს სახლემწიფოს და ქვეყნის განვითარებას.
„უაღრესად სასიხარულოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, მონაწილეობა იმ პროცესში, როდესაც იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, შენი ქვეყნისთვის სასარგებლოსაქმე. როდესაც ვხედავთ, რომ ფუძნდება ახალი საგანმანათლებლო კერა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნისგანათლების სისტემას, ემსახურებოდნენ ახალგაზრდა თაობების აღზრდას და ეს ადამიანები არიან ჩართულები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაში.
2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა იმ ჯგუფს, რომელმაც ასეთი კარგი პირველი ნაბიჯი გადადგა 2017 წელსდა ასეთი მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტს იწყებს წლევანდელი წლიდან. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენსსახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი სულიკო ქადაგიძე, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდისადა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„მე ძალიან მახარებს, რომ თქვენ ჯგუფთან ერთად ამ პროცესში ჩართულია ბატონი სულიკო ქადაგიძე. ბატონი სულიკო არის ადამიანი, რომელმაც მართლაძალიან ბერვი გააკეთა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისათვის. 80-იან წლებში თქვენ ხელმძღვანელობდით იმ ინსტიტუტს, რომელიც ჯერ კიდევწარმოუდგენელი, საბჭოთა კავშირის სისტემაში, მომავალი ბიზნესის და ჩვენი მაშინდელი სისტემისთვის უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი დისციპლინის სწვალებასახორციელებდა.
შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან თქვენ შექმენით ის ბრენდი, რომელიც არის მართლაც გამორჩეული სტანდარტისა ჩვენს საგანმანათლებლოსივრცეში, ეს არის „ESM".
დღეს უაღრესად მახარებს, რომ ამ ახალ წამოწყებაშიც თქვენ მონაწილეობთ. ეს მართლაც ძალიან დიდი იმედის მომცემია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენიგამოცდილება, თქვენი ცოდნა მნიშვნელოვნად წაადგება ამ ახალ ინსტიტუტს.
გისურვებთ წარმატებას ახალ ჯგუფს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი სულიკოს მიმართ და მინდა დღეს დავაჯილდოვო ღირსებისორდენით,"-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.