,,პატრიოტთა ალიანსი“ მომავალ სასესიო კვირას პარლამენტში ბანერის გამოფენას გეგმავს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ტრანსფარანტის გამოფენას ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტრუქციულად მოიქცა.
"გამოვაკრავ ტრანსფარანტს - "გასამართლდეს "ნაციონალურ მოძრაობის დამნაშავე ლიდერები!“, ეს მოთმინებით აიტანეთ", - მიმართა უმცირესობას ინაშვილმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ტრანსფარანტი - "არა, მედია შტურმის!" გამოფინეს, რის გამოც დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, არა აქვს უფლება გამოხატვის ასეთი ფორმები შეზღუდოს.