16 ივნისს თბილისს ამერიკული ჯგუფი HORSE The Band-ი ეწვევა. ჯგუფს უდიდესი წვლილი მიუძღვის 8-ბიტიანი მეტალქორის, ე. წ. ნინტენდოქორის შექმნასა და განვითარებაში. კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართული მეტალ-ჯგუფები Angel of Disease და Defenders of Tanelorn. აგრეთვე ორი ახალბედა ჯგუფი Dismorial და Psychometria.
ამერიკული ხუთეული საპრომოუტერო კომპანია „ლოკომოტივ პრომოუშენის" ორგანიზებით ჩამოდის. "ლოკომოტივ პრომოუშენი" 2008 წელს შეიქმნა საქართველოში ცნობილი როკ და მეტალ ჯგუფების ჩამოყვანისა და ქართული როკ-ჯგუფების პოპულარიზაციის მიზნით. კომპანიამ თბილისში უკვე უმასპინძლა ბრიტანულ ლეგენდას Uriah Heep-ს და მოაწყო კავკასიის მასშტაბის როკ-ფესტივალი "Caucasus Plays Deep Purple". ორივე პროექტი ქართველმა ბლოგერებმა და მუსიკალურმა მიმომხილველებმა ბოლო წლების საუკეთესო ქართულ როკკონცერტებად აღიარეს.
HORSE The Band-ის კონცერტის სპონსორია PLSGE, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური აპარატურის მწარმოებელი კომპანიების JBL Pro, Marshall da Ampeg-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კონცერტი 16 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება ხორავას თეატრში. ბილეთის ფასი 15 ლარია