„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, უზენაეს სასამართლოსთან 18:00 საათამდე გაჩერდნენ, რადგან მისი თქმით, მოსალოდნელია სასამართლომ ,,რუსთავი 2“ -ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
მისივე თქმით, 18:00 საათზე იწურება სასამართლოს სამუშაო საათები და აქედან გამომდინარე, მან აქციის მონაწილეებს სწორედ 18:00 საათამდე მოუწოდა სასამართლოსთან დარჩენა.
„მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად თოვლისა, ჩვენ უნდა გავძლოთ და უნდა ვიყოთ აქ 18:00 საათამდე, რადგან ნებისმიერ წამს შესაძლებელია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოცხადდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მელიამ.