"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის სხდომათა დარბაზში მედიის მხარდასაჭერი ბანერი მაინც გაშალა. "არა მედიაზე შტურმს"- წერია ბანერზე, რომელზეც "რუსთავი 2"-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოებია გამოსახული.
ბანერის გაშლას საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ ჩხუბიც იყო. ამჟამად სხდომა დაწყებულია. ბანერი უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ სხდომის მიმდინარეობისას გაშალა.