პეტრო პოროშენკო ქვეყნის მტერია. ამის შესახებ ყოფილმა სამხედრო მფრინავმა და უმაღლესი რადის მოქმედმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ტელეარხ „112 უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მას მხოლოდ ერთხელ, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ შევხვდი, როდესაც ეროვნული გმირის წოდება მომანიჭა. მისგან ჯილდო მივიღე, თუმცა ამით ყველაფერი დასრულდა. ის არამხოლოდ ჩემი, არამედ უკრაინის მტერია,“-აღნიშნა სავჩენკომ.