ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დონეცკელ სეპარატისტთა მეთაურის მკვლელობას ეხმაურება. არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის თქმით, მიხაილ ტოლსტიხი საკუთარი ქვეყნის პატრიოტი იყო და მისი დაღუპვით დონბასმა ეროვნული გმირი დაკარგა. ტოლსტიხი, იგივე „გივი“ დონეცკში საკუთარ კაბინეტში 2 დღის წინ ააფეთქეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სეპარატისტთა ლიდერები უკრაინულ მხარეს აკისრებენ. გივის დონეცკში დღეს დაკრძალავენ.