"ნაციონალური მოძრაობა" სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით და "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ საპროტესტო მსვლელობას მართავს.
აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და უზენაესი სასამართლოსკენ გაემართენ. მათი განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო საქმიანობაში უხეშად ერევა და მას სასამართლოსა და მედიის ხელში ჩაგდება სურს.