რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა დავა საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე მეტად განხილვად კანონზე. საუბარია ეკონომიკურ დანაშაულთან სისხლის სამართლის კოდექსის მიმართებაზე.ახალი წესი უფლებას რთავს "ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენ მოქალაქეებს", იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკევთის დაწესებულებებს გარეთ. ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, უმაღლესი სასამართლოს პლენუმის რეაქცია არაორმნიშვნელოვნად ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სურვილს, პრაქტიკაში დაინახოს მის მიერ გამოცხადებული სასამართლო რეფორმის შედეგები.
2 ივნისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა "რეზონანსული" გამოდგა.
"ეს თემა ძალიან აქტიურად განიხილება და მიმანია, რომ ჩვენც დროის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა მედვედევმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე.
ექსერტები და საზოგადოების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტები არ სრულდება და მაგალითად ხამიჩევის სასამართლოს მიერ მიხაილ ხოდარკოვსკისთვის პატიმრობის გაგრძელებას ასახელებდნენ.
13 ივნისს გამართულმა პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159, 160 და 165 მუხლებით, მიჩნეულ უნდა იქნეს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში ჩადენილად". ხოლო ტერმინის "სამეწარმეო" განმარტებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსით.
აღნიშნულ ნორმას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო კოდესიდან ტერმინის განმარტებისას მისით ისარგებლებს საწარმოებში დასაქმებული უამრავი ადამიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ პლენუმის გადაწყვეტილება არ არის აუცილებლად შესასრულებელი აქტი და მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.