რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი 29 აპრილიდან ნოვოსიბირსკიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ავიარეისები A320 ტიპის ავიალაინერებით ყოველ შაბათს განხორციელდება. ნოვოსიბირსკიდან რეისი 8:50 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისში თვითმფრინავი 10:45 საათზე დაეშვება.
როგორც რუსული მედია წერს, ნოვოსიბირსკი-თბილისის მიმართულებით რეისები 20 წელია არ სრულდება.
2015 წელს აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირება სურდა Georgian Airways-ს, თუმცა კომპანიამ ფრენების დაწყების ვადები რამდენჯერმე შეცვალა, ბოლოს კი გეგმები საერთოდ შეცვალა.
დღეისათვის S7 Airlines-ი რეისებს მოსკოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს.